Goldband - ეს არის თაბაშირის ბაზაზე დამზადებული მზა ბათქაში სპეციალური მსუბუქი შემვსებით, რომელიც გამოიყენება როგორც ერთ ფენად წასასმელი ხელით დასამუშავებელი ბათქაში შიდა მოხმარებისთვის, თაბაშირის ყველა სახის უხეშ საფუძველზე და სავარცხლისებრი შპატელით დამუშავებულ, ან გამაგრებულ მყარ საფუძვლებზე გამოსაყენებლად.
გამოიყენება ჰაერის ჩვეულებრივი ტენიანობის მქონე ყველა სახის ოთახებსა და სივრცეებში, საყოფაცხოვრებო სამზარეულოებისა და აბაზანების ჩათვლით.
კნაუფის Goldband გამოიყენება შენობის შიდა კედლებისა გაპრიალებული, თავისუფალი სტრუქტურის, ან მოსწორებული ზედაპირების შესაქმნელად. მისი, როგორც ერთ ფენიანი ბათქაშის გამოყენება შეიძლება ყველა სახის ქვისა და აგურის კედლებზე, აგრეთვე ბათქაშის მზიდ საფუძვლებზე.
დაწყებული სარდაფით დასრულებული სხვენით, გამოსადეგია ყველა ოთახისთვის, სადაც ჰაერის ჩვეულებრივი ტენიანობაა, მათ შორის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენებადი სამზარეულოებისა და აბაზანებისთვის (როგორიცაა მაგ. საპირფარეშოები სკოლებში, სააბაზანო ოთახები სასტუმროებში, საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა სახლებში).
კნაუფის Multifinish-თან, ან Readygips-თან კომბინაციაში მისი გამოყენება შეიძლება ისეთი ზედაპირების შესაქმნელად, რომლებიც ხარისხობრივი კლასიფიკაციით შემდეგ საფეხურებს შეესაბამებიან: „Q1 - Q4 გაპრიალებული“* და „Q1 - Q3 მოსწორებული“*. „Q4 გაპრიალებული“*. (*ტექნიკური საინფორმაციო ბიულეტენი „მობათქაშებული ზედაპირები შიდა სივრცეში“, გამომცემლები თაბაშირ წარმოების ფედერალურ კავშირში არსებული სამშენებლო თაბაშირის ინდუსტრიული ჯგუფი და გერმანიის სამშენებლო ინდუსტრიის ცენტრალურ ასოციაციაში არსებული მოპირკეთებისა და ფასადების ფედერალური კავშირი).
გამოიყენება, როგორც საფუძველი შემდგომი შეღებვის, ან შპალერის გაკვრისათვის. გამოიყენება, როგორც საფუძველი კერამიკული ფილებისთვის. გამოიყენება, როგორც საფუძველი დეკორატიული ბათქაშისთვის.
Goldband
| მასალის ნომერი | EAN / GTIN | საბაზისო საზომი ერთეული | წონა | რაოდენობა პალეტზე |
|---|---|---|---|---|
00023994 | 5413503015023 | PC | 10 kg | 80 pc/pal |