brand blue gradient

კონფიდენციალობის დებულება

I. ზოგადი ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ  

როგორც კანონმორჩილი კორპორაცია, კნაუფი დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ მუშავდება პერსონალური მონაცემები, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მონაცემთა დაცვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ამ კუთხით, ჩვენ მონაცემებს შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად ვამუშავებთ, ხოლო იმ სიტუაციებში, როდესაც მონაცემთა დაცვის ადგილობრივი კანონმდებლობა არასაკმარისად მიგვაჩნია, საუკეთესო პრაქტიკით და ინდუსტრიის სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ.  

სამართლიანობის და გამჭვირვალობის მოთხოვნების შესასრულებლად, კონფიდენციალობის ეს დებულება შეიცავს საჭირო ინფორმაციას, რომელიც ჩვენს მიერ დამუშავების საქმიანობას შეეხება, რომელიც, პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოყენების ხასიათს, მასშტაბს და მიზანს, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს, შენახვის პერიოდს, მიმღებებს და ასევე მონაცემთა სუბიექტის შესაბამის უფლებებს მოიცავს. აუცილებელი არაა, რომ აქ მოწოდებული ინფორმაცია, ამ ვებგვერდთან დაკავშირებით დამუშავებული პერსონალური მონაცემებით შემოიფარგლებოდეს. როგორც ძირითადი მითითება, ეს შეტყობინება შეიძლება კნაუფის მიერ გამოყენებულ სხვა ინსტრუმენტებსა და პროცესებს მოიცავდეს, რომლებსაც ამ ვებგვერდთან კავშირი არ აქვს.   

II. მაკონტროლებელის სახელი და მისამართი

ეს ვებგვერდი არის საქართველოში მომუშავე კნაუფის ყველა დაწესებულების ერთობლივ მფლობელობაში, რომლებლიც ერთობლივ მაკონტროლებელს წარმოადგენენ. მათ მიერ განსაზღვრულია შემდეგი პირი, რომელიც მონაცემთა სუბიექტებისთვის და შესაბამისი საზედამხედველო უწყებებისთვის საკონტაქტო პირს წარმოადგენს:  

შპს კნაუფ გიპს თბილისი
ქიზიყის ქუჩა #17
0182 თბილისი, საქართველო
ტელ: + 995 32 2242502
Email: info-ge@knauf.com
https://www.knauf.com

III. მონაცემთა დაცვის ოფიცერი/ კოორდინატორი

მონაცემთა დაცვის ოფიცერი ირინე ფაცურია
შპს კნაუფ გიპს თბილისი
ქიზიყის ქ.17
0182 თბილისი, საქართველო
ტელ: + 995 32 2242502
Email: Irine.Patsuria@knauf.com

IV. მონაცემთა დამუშავება ამ ვებგვერდზე  

A. ვებგვერდის ვიზიტორების მონაცემების ავტომატური და აუცილებელი დამუშავება

ვებგვერდზე წვდომისას, ყოველ ჯერზე, ჩვენი სისტემა ავტომატურად ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის თქვენს IP მისამართს და მდებარეობას (რეგიონს), ვიზიტის თარიღს და დროს, ოპერაციულ სისტემას, ინტერნეტის სერვისის პროვაიდერს და თქვენს მიერ ნანახ ვებგვერდს (ეგრეთ წოდებული „ლოგფაილების” ან „სესიის ჩანაწერების“ მეშვეობით). ეს დამუშავება გვერდის მუშაობისათვის (ვებგვერდის ხელმისაწვდომობისათვის) და ვებგვერდის უსაფრთხოებისათვის არის აუცილებელი. ამ მონაცემთა დამუშავება, ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს ეფუძნება. მართალია, ამ მონაცემების უმეტებობა ვიზიტის (სესიის) ბოლოს წაიშლება, „ლოგფაილები“ ვიზიტიდან ოცდაათი დღის შემდეგ წაიშლება.

B. ქუქი ფაილების გამოყენება

ჩვენი ვებსაიტი როგორც აუცილებელ, ისე არა-აუცილებელ ქუქი ფაილებს იყენებს. არა-აუცილებელი ქუქი ფაილები მხოლოდ წინასწარი თანხმობის საფუძველზე გროვდება. გთხოვთ, ჩვენს ქუქი ფაილების პოლიტიკას გაეცნოთ.

C. მომხმარებლებთან კომუნიკაცია
კონტაქტი

ჩვენი ვებგვერდი საკონტაქტო ფორმას იყენებს და ელფოსტის მისამართს უთითებს, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელებს შეკითხვებით ან ინფორმაციის მოთხოვნით მომართვა შეუძლიათ. როდესაც მომხმარებელი საკონტაქტო ფორმას ავსებს, ჩვენ მათ პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ, როგორიცაა მათი სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, საფოსტო კოდი, ქალაქი, ქვეყანა, კომპანიის სახელი, დეპარტამენტი და მოთხოვნის შინაარსი. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მესიჯით გადაიცემა და მხოლოდ საუბრის დასამუშავებლად მოიხმარება.

მომხმარებლები ვალდებულნი არ არიან, თავიანთი პერსონალური მონაცემები მოგვაწოდონ. თუმცა, ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია გვესაჭიროება, რათა მათ დავუკავშირდეთ და მათ შეკითხვასა თუ მოთხოვნას ვუპასუხოთ. მომხმარებლის საკონტაქტო შეკითხვა კნაუფის შესაბამის ფილიალს, შემდგომი განხილვისთვის ეგზავნება. საკონტაქტო ფორმის სერვისებისათვის ჩვენ HubSpot_ის ფუნქციებს ვიყენებთ, რომლებსაც HubSpot Inc. გვაწვდის.

მომხმარებელთან კომუნიცაკიის კონტექსტში, პერსონალური მონაცემების დამუშავება ეფუძნება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს, რომ მოთხოვნებს ან შეკითხვებს ვუპასუხოთ, ან ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთან სხვაგვარი კომუნიკაცია დავამყაროთ. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან ასევე ხელშეკრულების დადების ან შესრულების კონტექსტში ვურთიერთობთ. ეს ინფორმაცია მხოლოდ მათ შეკითხვებზე საპასუხოდ და აუცილებელი დახმარების გასაწევად გამოიყენება. მომხმარებლის თანხმობის გარეშე, მონაცემებს რაიმე სხვა მიზნით არ ვიყენებთ.  

პერსონალური მონაცემები მოთხოვნის მიზნის შესრულების შემდეგ წაიშლება.  

საინფორმაციო ბიულეტენი

მომხმარებელს ჩვენს ვებგვერდზე, ზოგადი ან სპეციფიურად თემატური საინფორმაციო ბიულეტენის უფასოდ გამოწერის საშუალება აქვს. გამოსაწერად, მომხმარებელი პერსონალურ მონაცემებს წარადგენს, მათ შორის მის საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, ელფოსტა) და ქვეყანა, ასევე შეუძლია დამატებით, მისი ტელეფონის ნომერი, კომპანიის სახელი, პროფესია, საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ინტერესები მიუთითოს. ჩვენ ინფორმაციას კნაუფის ჯგუფის კომპანიებისათვის ვაგროვებთ, რომელთა საინფორმაციო ბიულეტენებზე, მომხმარებელი ინტერესსაც გამოხატავს.  

აგრეთვე, სავაჭრო გამოფენებზე, კნაუფის ღონისძიებებსა და შეხვედრებზე, Knauf-ის საქმიანობით დაინტერესებული პირები, კნაუფის თანამშრომლებს თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას უზიარებენ, რათა კნაუფისგან მარკეტინგული შეტყობინებები მიიღონ. ასეთი ინფორმაცია ჩვენს სისტემაში რეგისტრირდება და ამ ინფორმაციის შენახვის შესახებ, რომელშიც ასევე მითითებულია, რომ მათ გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, პირი ავტომატურ შეტყობინებას მიიღებს.  საინფორმაციო ბიულეტენის სერვისებისთვის, ჩვენ HubSpot ის ფუნქციებს ვიყენებთ.

ამ მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავება, ჩვენი პროდუქტების, სერვისების და ღონისძიებების რეკლამირებაზე, Knauf-ის მომხმარებლებისა და პოტენციური მომხმარებლებისთვის (ელ. ფოსტის საშუალებით) არის მიმართული. ასეთი დამუშავება, ექსკლუზიურად მომხმარებლის თანხმობას ემყარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით სხვაგვარად არის გათვალისწინებული.  

მომხმარებელს საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეუძლია. ამ მიზნით, თითოეულ შეტყობინებაში შესაბამისი ბმულია მოცემული.

D. კომპანიების პროფილები

ჩვენ კომპანიის საჯაროდ ხელმისაწვდომ პროფილებს, პროფესიონალურ და სოციალურ ქსელებში ვმართავთ, სადაც ჩვენი კომპანიის, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას წარვადგენთ. ჩვენ კომპანიის განახლებებს და ინდუსტრიის აქტუალურ სიახლეებს გთავაზობთ და პროფესიული და/ან სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ჩვენთან ურთიერთობის შესაძლებლობას ვუქმნით.

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა, სახელები, პროფილის ინფორმაცია და რეაქციები, როდესაც მომხმარებელი ჩვენს პროფილთან ურთიერთობს - მაგ. კომენტარს დატოვებს, გააზიარებს, ან მოიწონებს მასალას. ასეთი დამუშავება ემყარება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაცია და (პოტენციურ) მომხმარებლებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. როდესაც ჩვენ მასალას ვაზიარებთ და მომხმარებელი მასზე რეაგირებს, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები (პროფილის ინფორმაცია, კომენტარები და/ან მოწონებები) მანამ შეინახება, სანამ ჩვენი გაზიარებული მასალა საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება, თუ მომხმარებელი არ გადაწყვეტს, რომ მისი რეაქცია წაშალოს. კომპანიის პროფილთან დაკავშირებით შექმნილი მონაცემები, ჩვენს საკუთარ სისტემებში არ ინახება.

როდესაც მომხმარებელი ჩვენი კომპანიის პროფილს სტუმრობს, დამატებითი პერსონალური მონაცემები შეიძლება პროფესიული ან სოციალური ქსელის ოპერატორის მიერ, საკუთარი მიზნებისთვის დამუშავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთობლივი მაკონტროლებლები ვართ, ჩვენ ზოგადად არ გვაქვს გავლენა იმაზე, თუ ოპერატორი პერსონალურ მონაცემებს როგორ ამუშავებს. მეტი ინფორმაციისათვის იმაზე, თუ ოპერატორი თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ ამუშავებს, გთხოვთ, მათი პერსონალური მონაცემების დებულება წაიკითხოთ. ამჟამად ჩვენ შემდეგ პროფესიულ და სოციალურ ქსელებს ვიყენებთ:

YouTube:

ამ პლატფორმას ამუშავებს YouTube LLC, სათაო ოფისით მისამართზე 901 Cherry Ave., San Bruno, CA 94066, United States. YouTube-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://policies.google.com/privacy.

LinkedIn:

პლატფორმას ამუშავებს LinkedIn Corporation, სათაო ოფისით მისამართზე 1000 W Maude Ave, Sunnyvale, CA, USA. LinkedIn-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://www.linkedin.com/legal/privacy-policy.

E.ანგარიშის შექმნა

ჩვენი ვებსაიტის სექციაში myKnauf, მომხმარებლებს დარეგისტრირება და თავიანთ პერსონალურ კნაუფის მომხმარებლის ანგარიშში შესვლა შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც ანგარიში შეიქმნება, მას ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ბიზნესის მომხმარებლისკენ მიმართული აპლიკაციის ინტერფეისზე წვდომას უზრუნველყოფს, მაგ. შეკვეთის მიმოხილვაზე, ან მასალების კალკულატორზე და ინფორმაციის მართვაზე (მაგ. საკონტაქტო დეტალები, ქვეყნისა და ენის პარამეტრები). რეგისტრაციისათვის მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს სავალდებულო ინფორმაცია, მათ შორის ელფოსტა, სახელი, გვარი, მომხმარებლის კატეგორია (მაგ. არქიტექტორი, დისტრიბუტორი, ინვესტორი, ა.შ.), ქვეყანა და ენა, ასევე შესაძლებელია, საკუთარი ტელეფონის ნომერი შეიყვანოს. ჩვენ ასევე მომხმარებლის IP მისამართს და რეგისტრაციის თარიღსა და დროს დავამუშავებთ. რეგისტრაციის მიზანია, მომხმარებელს ჩვენს ვებსაიტზე არსებულ გარკვეულ მასალებზე და ასევე გარკვეულ ციფრულ სერვისებზე წვდომა მისცეს. ამ მონაცემების დამუშავების საფუძველი მომხმარებლის თანხმობაა.  

არასრული რეგისტრაციის მონაცემები (მაგ. თუ მომხმარებელი სახელს და ელ-ფოსტას შეიყვანს, მაგრამ პაროლს არ შექმნის), ან დაბლოკილი ანგარიშები, შესვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის გამო, შვიდი დღის შემდეგ წაიშლება, თუ მომხმარებელი სხვა დამატებით მოქმედებას არ განახორციელებს. ანგარიში მანამ შეინახება, სანამ მომხმარებელი აქტიურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებელი ანგარიშის წაშლას გადაწყვეტს. მოქმედების შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ, უმოქმედო მომხმარებლებს შეხსენების შეტყობინება გაეგზავნებათ და ანგარიშში შესასვლელად, 30 დღე მიეცემათ, ხოლო უმოქმედობის შემთხვევაში, მათი ანგარიში ავტომატურად წაიშლება.

F. ვებგვერდის ანალიტიკა და რეკლამა

თქვენი თანხმობის საფუძველზე, თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ანალიტიკისა და მარკეტინგის მიზნებისთვის ვამუშავებთ. ჩვენ ინფორმაციას მხოლოდ იმ მომხმარებლების სრულ რაოდენობაზე ვიღებთ, რომლებსაც ჩვენს რეკლამაზე რეაქცია ჰქონდათ. ჩვენს მიერ თქვენი იდენტიფიცირებისათვის საჭირო არანაირი ინფორმაცია არ გადაიცემა. ამ მხრივ, ჩვენ შემდეგ ინსტრუმენტებს ვიყენებთ.

1. Google AdWords  

ეს ინსტრუმენტი თქვენი პერსონალური მონაცემების შეზღუდულ რაოდენობას გადაამუშავებს, როგორებიცაა IP მისამართი, ქუქი ფაილები, ბრაუზერის ინფორმაცია და ასევე მონახულებული გვერდები, რათა ინტერესებზე-დაფუძნებული რეკლამირება შეძლოთ. ამას უზრუნველყოფს Google LLC.

გლობალური სათაო ოფისი: Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, California, USA

მეტი ინფორმაციისათვის, თუ Google თქვენს პერსონალურ ინფორმაციასროგორ დაამუშავებს, გთხოვთ ეწვიოთ: https://policies.google.com/privacy და https://policies.google.com/technologies/partner-sites.

2. Facebook-ის რეტარგეტირება  

ამ შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა ქუქი ფაილები, აპარატურის ტიპი, IP მისამართი, თქვენს მიერ ნანახი ვებგვერდები, დათვალიერებული პროდუქცია, რეკლამები, რომლებზეც დააწკაპუნეთ, ფეისბუქის ანგარიში (თუ შესული ხართ ფეისბუქის პროფილში), ინტერესებზე-დაფუძნებული რეკლამისთვის დამუშავდება. Facebook-ის რეტარგეტირებას უზრუნველყოფს Meta Platforms, Inc.

გლობალური სათაო ოფისი: Meta Platforms, Inc., 1 Hacker Way, Menlo Park, CA 94025, USA

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ მეტა თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, ეწვიეთ: https://www.facebook.com/privacy/policy  

3. Google Ads Remarketing  

Google Ads Remarketing-ი სარეკლამო მიზნებისთვის, Google Ads-ის მეშვეობით, ვიზიტორების განმეორებითი მოზიდვისთვის გამოიყენება. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაძლებელია სამიზნე ჯგუფების („მსგავსი სამიზნე ჯგუფების“) შექმნა, რომლებიც მაგალითად, კონკრეტულ გვერდებს ესტუმრენ. ამით, სხვა ვებგვერდებზე მომხმარებლის იდენტიფიცირება და მათთვის მიზნობრივი რეკლამის ჩვენება ხდება შესაძლებელი.

ის ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად IP მისამართი, ქუქი ფაილები, ბრაუზერის ინფორმაცია და ასევე ის ვებგვერდები, რომლებსაც თქვენ სტუმრობთ. ეს ხელსაწყო მოწოდებულია Google LLC.-ს მიერ

გლობალური სათაო ოფისი: Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, California, USA

მეტი ინფორმაციისათვის, თუ Google თქვენს პერსონალურ ინფორმაციას როგორ დაამუშავებს, გთხოვთ ეწვიოთ: https://policies.google.com/privacy და https://policies.google.com/technologies/partner-sites.

4. Adobe ანალიტიკა 

ჩვენი ვებგვერდების მუდმივი გაუმჯობესების და მომხმარებლისთვის მეგობრული სერვისის შეთავაზების მიზნით, ჩვენ Adobe Analytics-ს ვიყენებთ, რათა სერფინგის ქცევა გავაანალიზოთ. Adobe დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა ქუქი ფაილები, მოწყობილობის ტიპი, IP მისამართი, გვერდები, რომელსაც ეწვიეთ, დათვალიერებული პროდუქცია, ა.შ. ეს ხელსაწყო Adobe Inc.-ს მიერ არის მოწოდებული

გლობალური სათაო ოფისი:  Adobe Inc, 345 Park Avenue, San Jose, CA 95110-2704, USA

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Adobe თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, ეწვიეთ: : https://www.adobe.com/privacy.html.

5. Adobe Launch

Adobe Launch ისეა მოწყობილი, რომ უზრუნველყოს და მარკეტინგისა და ანალიტიკის თეგები ვებგვერდებზე და მობილურ აპლიკაციებში გაუშვას. ჩვენ მას ვიყენებთ, რათა ჩვენი ვებგვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შევაგროვოთ. Adobe Launch იმ თეგების ჩამონათვალს გვაწვდის, რომლებიც სხვა Adobe პროდუქტებში გამოიყენება. ეს ხელსაწყო Adobe Inc.-ს მიერ არის მოწოდებული

გლობალური სათაო ოფისი:  Adobe Inc, 345 Park Avenue, San Jose, CA 95110-2704, USA

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Adobe თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, ეწვიეთ: https://www.adobe.com/privacy.html

6. HubSpot

ვიზიტორების მოზიდვის, ლიდების კონვერტირებისა და მომხმარებლების მოზიდვისათვის, ჩვენ ასევე HubSpot-ს ვიყენებთ. HubSpot-ის თრექინგის კოდი ვიზიტორების შესახებ მონაცემებს აგროვებს, როგორებიცაა ვებგვერდის აქტივობის მონაცემები, IP მისამართი და სხვა ონლაინ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ვებსაიტზე მოძრაობის მონიტორინგისათვის. ჩვენ ასევე HubSpot-ის ფუნქციებს ვიყენებთ, რათა მომხმარებელს საკონტაქტო ფორმა და საინფორმაციო ბიულეტენის მომსახურება შევთავაზოთ. ეს ხელსაწყო HubSpot, Inc.-ს მიერ არის მოწოდებული 

გლობალური სათაო ოფისი: HubSpot, Inc., 2 Canal Park Cambridge, MA 02141 United States

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ HubSpot თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, ეწვიეთ: https://legal.hubspot.com/privacy-policy.

7. Facebook pixel

ჩვენ ასევე ვიყენებთ Facebook Pixel-ს, რომელიც თვალს ადევნებს მომხმარებლების მოქმედებებს მას შემდეგ, რაც ჩვენს ფეისბუქ რეკლამის ნახავენ, ან მასზე დააწკაპუნებენ. ამ პროცესში, ეს ხელსაწყო პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა დაწკაპუნებული რეკლამა, ნანახი ვებსაიტები, დაწკაპუნებული ელემენტები, მოწყობილობის ტიპი, IP მისამართი, ინტერესზე-დაფუძნებული რეკლამის მიწოდების მიზნით დაამუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ანონიმურ მონაცემებს ვიღებთ, ფეისბუქს შეუძლია, ეს მონაცემები თქვენს ფეისბუქ ანგარიშთან დააკავშიროს და ის საკუთარი სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს ხელსაწყო Meta Platforms, Inc.-ს მიერ არის მოწოდებული

გლობალური სათაო ოფისი:  Meta Platforms, Inc. 1601 Willow Rd Menlo Park, California 94025-1453, USA

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ მეტა თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, ეწვიეთ:  https://www.facebook.com/privacy/policy

8. LinkedIn Insight Tag

ჩვენ LinkedIn Insight Tag-ს ვიყენებთ, რათა თვალყური ვადევნოთ კონვერსიებს, გადავამისამართოთ ვებგვერდების ვიზიტორები და მივიღოთ განზოგადებული შეხედულებები იმ წევრების კატეგორიების შესახებ, რომლებიც ჩვენს რეკლამებთან ურთიერთობენ. ეს ხელსაწყო დაამუშავებს პერსონალურ ინფორმაციებს, როგორებიცაა URL, რეკომენდაციის მიმცემი, IP მისამართი, მოწყობილობა და ბრაუზერის მახასიათებლები (მომხმარებლის აგენტი) და დროის შტამპი. LinkedIn ჩვენ არ გვიზიარებს პერსონალურ მონაცემებს, უბრალოდ გვთავაზობს განზოგადებულ ანგარიშებს სამიზნე ჯგუფის და რეკლამების შესახებ. ეს ხელსაწყო LinkedIn Corporation-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი:  LinkedIn Corporation, 1000 W Maude Ave, Sunnyvale, CA 94085, USA

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ LinkedIn თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, ეწვიეთ: https://www.linkedin.com/legal/privacy-policy.

9. Microsoft Ads

ჩვენ ასევე Microsoft Ads-ს ვიყენებთ, რათა ინტერესზე-დაფუძნებული რეკლამისთვის, მომხმარებლის ქცევას ვადევნოთ თვალი. ეს მომსახურება დაამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა IP მისამართი, გამოყენებული საკვანძო სიტყვები, დათვალიერებული გვერდები და ვიზიტის ხანგრძლივობა და თუ მომხმარებელს Microsoft-ის ანგარიში აქვს, ეს ინფორმაცია მის პროფილს დაუკავშირდება. ეს ხელსაწყო Microsoft Corporation-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი:  Microsoft Corporation, One Microsoft Way Redmond, Washington 98052

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Microsoft თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, ეწვიეთ:  https://privacy.microsoft.com/en-gb/privacystatement

10. PostHog

PostHog არის პროდუქტის ანალიტიკის ყოვლისმომცველი პლატფორმა, რომელიც კომპანიებს, მომხმარებლის ქცევის გაანალიზების, ფუნქციების ტესტირების, აპლიკაციის მუშაობის დაკვირვების და ახალი ფუნქციების გაშვების საშუალებას აძლევს. ის გვაძლევს ხელსაწყოების კომპლექტს, მათ შორის პროდუქციის ანალიტიკას, სესიების ჩაწერას, ფუნქციების მონიშნვებს, A/B ტესტირებას და სხვა, ყველა იოლად ინტეგრირდება და ღია საწყისი კოდ იაქვთ.  

PostHog დაამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა მომხმარებლის ურთიერთქმედება, სესიების ჩანაწერები და მოვლენის მონაცემები, რათა მომხმარებლის ქცევის და აპლიკაციის მუშაობის შესახებ, ინფორმაცია მოგვაწოდოს. ეს ხელსაწყო PostHog, Inc.-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: 2261 Market Street, Suite 4008, San Francisco, CA 94114, United States

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ PostHog პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://posthog.com/privacy  

G. ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები

მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლების ფუნქციებს, როგორებიცაა ვებგვერდის ჰოსტინგი, მონაცემთა ანალიზი, გადახდების დამუშავება, შეკვეთების შესრულება, თაღლითობის არიდება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კლიენტთა მომსახურება, მარკეტინგის მიწოდება და სხვა სერვისები, ჩვენი ვებგვერდის მუშაობის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ. ქვემოთ მოცემულია მესამე მხარის მომსახურებების მიმოხილვა, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ.

11. Microsoft Azure

ვებსაიტის ჰოსტინგს Microsoft Corporation-ის Microsoft Azure ახორციელებს.
გლობალური სათაო ოფისი:  Microsoft Corporation, One Microsoft Way Redmond, Washington 98052

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Microsoft Azure მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://privacy.microsoft.com/en-gb/privacystatement

12. Okta

Okta-ს, კლიენტთა იდენტობის მართვის პლატფორმას, კნაუფის ანგარიშების ჩვენს ვებსაიტებზე რეგისტრაციისათვის და იქ სხვა მომსახურებებზე წვდომისათვის ვიყენებთ. Okta-ს მიერ შეგროვებული მონაცემები, კნაუფის მხოლოდ იმ მომსახურებების მუშაობისა და მართვისთვის გამოიყენება, რომლებიც რეგისტრაციას ექვემდებარება, ასევე მომხმარებელთან, მის მიერ არჩეულ მომსახურებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესრულების, განსაზღვრის, ან შეწყვეტისთვის. Okta, Okta Inc.-ს მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი:  Okta Inc., 100 1st St 6th floor, San Francisco, CA 94105, USA

დამატებითი ინფორმაციისათვის, იმის შესახებ, თუ Okta მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.okta.com/privacy-policy/.

13. Sprinklr (სოციალური მედიის მარკეტინგი)

Sprinklr მომხმარებელთა გამოცდილების ერთიანi პლატფორმაა. მრავალ სოციალურ პლატფორმაზე (როგორიცაა LinkedIn, Instagram, Twitter/X და Facebook), კონტენტის მართვის, დაგეგმვისა და ანალიზისთვის მის სოციალური მედიის მარკეტინგის გადაწყვეტას სპეციფიკურად ვიყენებთ. ის მხარს უჭერს კამპანიების დაგეგმვას, მასალის დამტკიცების პროცედურებს, საქმიანობის შედეგების თვალყურის დევნებას და ყოვლისმომცველ ინტერფეისზე გამოქვეყნებას, რაც ჩვენი სოციალური მედიის თანმიმდევრულობას და მართვას ეხმარება.

კამპანიის მენეჯმენტის და ანალიტიკური მიზნებისთვის, Sprinklr პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის მომხმარებლის სახელს, სოციალური მედიის პოსტის შინაარსს, ჩართულობის მაჩვენებლებს და პოტენციურად მომხმარებლის მიერ შექმნილ შინაარსს (მაგ. კომენტარებს ან გზავნილებს) დაამუშავებს. ეს ხელსაწყო Sprinklr, Inc.-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: Sprinklr, Inc., 441 9th Avenue, 12th Floor, New York, NY 10001 United States

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Sprinklr თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.sprinklr.com/privacy/  

14. Qualtrics

ამ ხელსაწყოს გამოკითხვების ჩასატარებლად და მომხმარებლისგან უკუკავშირის მისაღებად ვიყენებთ. ის დაამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელები, კომპანიები, ტელეფონის ნომრები და მოსაზრებები ჩვენი პროდუქტების შესახებ.  

გლობალური სათაო ოფისი: Qualtrics International Inc., 333 W. River Park Drive Provo, UT 84604 USA

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Qualtrics თქვენს პერსონალურ მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.qualtrics.com/privacy-statement.

15. Cloudflare

ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენ ასევე ვიყენებთ Cloudflare-ს, შინაარსის მიწოდების ქსელს (CDN), რომელიც ინტერნეტში ჩართულ, რეგიონალურად განაწილებული სერვერების ქსელს წარმოადგენს. სერვერები შინაარსის, განსაკუთრებით დიდი ზომის მედია ფაილების მისაწოდებლად გამოიყენება, როგორიც ვიდეოებია. Cloudflare ვებ ოპტიმიზაციისა და უსაფრთხოების მომსახურებას გვთავაზობს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რათა ვებგვერდის ჩამოტვირთვის დრო გავაუმჯობესოთ და ის მასალის მიწოდების ფუნქციის ბოროტად გამოყენებისგან დავიცვათ.  ეს ხელსაწყო Cloudflare, Inc.-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: Cloudflare, Inc., located at 101 Townsend St., San Francisco, California 94107 USA

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Cloudflare მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.cloudflare.com/privacypolicy/

16. Salesforce

ჩვენ ასევე Salesforce-ს, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტის პროგრამას ვიყენებთ. ის გაყიდვების მართვისთვის, კლიენტთა მომსახურებისთვის და მარკეტინგის ავტომატიზაციისთვის გამოიყენება. ამ მხრივ, ჩვენი მომხმარებლის მონაცემებს, მათ შორის სახელს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, ბიზნეს ინფორმაციას, როგორიცაა თანამდებობა და სამუშაოს აღწერა, ენა და ქვეყანა, Salesforce-ის პლატფორმაზე დავამუშავებთ. ეს ხელსაწყო Salesforce Inc.-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: Salesforce Inc., 415 Mission St, San Francisco, CA 94105, USA

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Salesforce მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.salesforce.com/eu/company/privacy/

17. Genesys

ჩვენ ასევე ვიყენებთ Genesys-ს, მომხმარებელთა მომსახურების და ქოლ-ცენტრის ტექნოლოგიის პროგრამას, რათა მომხმარებელს დავეკონტაქტოთ და დახმარება გავუწიოთ. ეს ინსტრუმენტი დაამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა ტელეფონის ნომერი, სახელი, ხმა და ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაცია. Genesys, Genesys Cloud Services, Inc.-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი:  Genesys Cloud Services, Inc., Menlo Park, 1302 El Camino Real, Suite 300 Menlo Park, CA, 94025, USA

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Genesys მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.genesys.com/company/legal/privacy-policy

18. OneTrust ქუქი ფაილების მართვის სისტემა

ამ ხელსაწყოს ჩვენს ვებსაიტზე ქუქი ფაილების და თანხმობის სამართავად ვიყენებთ, რათა ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორების სურვილების შესრულება, შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით უზრუნველვყოთ. ეს ხელსაწყო ინახავს ქუქი ფაილებს და მომხმარებლების არჩევანს და სურვილებს იმაზე, თუ ამ ქუქი ფაილების გამოყენება როგორ შეიძლება. OneTrust LLC.-ს მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი:  OneTrust LLC, 1200 Abernathy Rd NE, Sandy Springs, GA 30328, USA

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ OneTrust მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.onetrust.com/privacy-notice/

19. STRATOS Technologies

STRATOS Technologies წარმოადგენს ბიზნესის ბიზნესთან ურთიერთქმედების პროგრამას, რომელიც მონაცემთა ბაზაზე სტრატეგიის შექმნის და მისი საჭირო მასშტაბით შესრულების საშუალებას გაძლევთ. ამ ინსტრუმენტის ფუნქციებს ვიყენებთ, რათა პროექტის მონაცემები დავამუშაოთ, ბაზრის ანალიზი განვახორციელოთ და შიდა მარკეტინგის და გაყიდვების შესაძლებლობები შევაფასოთ. აქ ჩვენ ძირითადად ბიზნეს ინფორმაციას დავამუშავებთ. თუმცა, პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორიცაა სახელი, და საკონტაქტო ინფორმაცია, შეიძლება წარმოიქმნას გარკვეულ პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ინდმეწარმეებს ეხება. ხელსაწყო Stratos Technologies, Ltd.-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: Stratos Technologies Ltd., 16 Great Chapel St London, W1F 8FL, GB

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ STRATOS Technologies Ltd. მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://stratos.tech/

20. FoxBase

ჩვენ ვიყენებთ FoxBase-ს, გაყიდვების პლატფორმას, რომელიც B2B გაციფრულებას და გაყიდვების პროცესის დაჩქარებას უზრუნველყოფს. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავიანთ მომხმარებლებს, ციფრული კონსულტაციის საუკეთესო გამოცდილება, IT ცოდნის საჭიროების გარეშე შესთავაზონ. პლატფორმა უზრუნველყოფს ფუნქციებს, როგორიცაა არჩევა, კონფიგურაცია და გამოთვლა, რათა მომხმარებელს გზა გაუკვლიონ ოპტიმალურ პროდუქტამდე ან გადაწყვეტამდე. ​ციფრული კონსულტაციის პროცესის გასაუმჯობესებლად, FoxBase-მა შეიძლება ისეთი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს, როფორიცაა მომხმარებლის ინფორმაცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ურთიერთობის ისტორია. პლატფორმა FoxBase GmbH-ს მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: FoxBase GmbH, Oststraße 10, D-40211 Düsseldorf
Germany

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ FoxBase GmbHმონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.foxbase.de/datenschutz  

21. Datadog

ჩვენ Datadog-ს მონიტორინგისა და ანალიტიკის პლატფორმას დეველოპერების, IT ოპერაციული გუნდების და ბიზნეს მომხმარებლებისათვის ღრუბლის ეპოქაში ვიყენებთ. ის აპლიკაციის მუშაობის, ინფრასტრუქტურის, ჟურნალების და სხვათა გამჭოლ ხილვადობას უზრუნველყოფს, რაც პრობლემების პროაქტიური იდენტიფიკაციის და გადაჭრის საშუალებას იძლევა. ​Datadog ძირითადად სისტემის და აპლიკაციის წარმადობის მონაცემებს დაამუშავებს. თუმცა, თქვენი კონფიგურაციიდან და გაგზავნილი მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლოა ასევე შემთხვევით პერსონალური მონაცემები დაამუშაოს და ვებსაიტის ვიზიტორებს უთვალთვალოს. ამ მომსახურებას Datadog Inc. უზრუნველყოფს.  

გლობალური სათაო ოფისი: Datadog, Inc., 620 8th Avenue, 45th Floor, New York, NY 10018
United States​  

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Datadog Inc. მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.datadoghq.com/privacy  

22. Confluent Cloud

ჩვენ ვიყენებთ Confluent Cloud-ს, სრულად მართულ ღრუბლოვან სერვისს Apache Kafka-სთვის, რომელიც რეალურ დროში მონაცემთა გადაცემას და დამუშავებას ამარტივებს. ეს ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, მოვლენებზე ორიენტირებული აპლიკაციები და მონაცემთა კონვეიერები, ძირითადი ინფრასტრუქტურის მართვის გარეშე შექმნან. ​

დამუშავებული მონაცემები გამოყენების შემთხვევაზეა დამოკიდებული. თუ პერსონალური მონაცემები შემთხვევათა ნაკადებშია შეტანილი, მაშინ Confluent Cloud მათ დაამუშავებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები მართული და დაცული იყოს მონაცემთა დაცვის შესაბამისი რეგულაციების მიხედვით. ამჟამად Kafka-ში პერსონალურ მონაცემებს არ ვამუშავებთ. ხელსაწყო Confluent Inc.-ის მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: Confluent, Inc., 899 West Evelyn Avenue, Mountain View, CA 94041, United States​

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Confluent მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.confluent.io/legal/confluent-privacy-statement/

23. Algolia

ჩვენ ვიყენებთ Algolia-ს, ძებნისა და აღმოჩენის API-ს, რომელიც სწრაფი და რელევანტური ძებნის გამოცდილებისთვის არის შექმნილი. დეველოპერებს ის საშუალებას აძლევს, აპლიკაციებში და ვებსაიტებში რეალურ დროში ძიების ფუნქციები ჩართონ.​ Algolia ძებნის მოთხოვნებს დაამუშავებს და შეიძლება მომხმარებლის მონაცემები პერსონალური ძებნის პასუხების მისაწოდებლად დაამუშაოს. ხელსაწყო Algolia, Inc.-ს მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: Algolia, Inc., 589 Howard Street, Suite 5, San Francisco, CA 94105 United States​

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Algolia მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.algolia.com/policies/privacy  

24. Graphisoft (Archicad ჩანართის პლატფორმა)

Archicad არის Graphisoft-ის მიერ შემუშავებული, შენობების ინფორმაციული მოდელირების (BIM) პროგრამა, რომელსაც ფართოდ იყენებენ არქიტექტორები, დიზაინერები და ინჟინრები, 2D და 3D ხაზვის, ვიზუალიზაციისა და პროექტირების სხვა ფუნქციებისთვის.​ Archicad-მა შეიძლება მომხმარებლის მონაცემები, პროექტის მონაცემები და თანამშრომლობის ინფორმაცია დაამუშაოს.

გლობალური სათაო ოფისი: Graphisoft SE​, Graphisoft Park 1, 1031 Budapest, Hungary​

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Graphisoft მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://graphisoft.com/legal/privacy-policy  

25. Autodesk (Revit ჩანართის პლატფორმა)

ჩვენ ვიყენებთ Revit-ს, რომელიც არის მშენებლობის ინფორმაციული მოდელირების (BIM) პროგრამა, რომელიც არქიტექტორების, ინჟინრების და მშენებლობის სპეციალისტების მიერ, 2D და 3D მოდელირების, დიზაინის და სამშენებლო პროექტების დოკუმენტაციისთვის გამოიყენება.​ Revit-მა შეიძლება მომხმარებლის მონაცემები, პროექტის მონაცემები და თანამშრომლობის ინფორმაცია დაამუშაოს.​ ეს ხელსაწყო Autodesk, Inc.-ისმიერ არის მოწოდებული.​

გლობალური სათაო ოფისი: Autodesk, Inc., 111 McInnis Parkway, San Rafael, CA 94903, United States​  

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Autodesk მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.autodesk.com/company/legal-notices-trademarks/privacy-statement

26. Apryse WebViewer​  

ჩვენ ასევე ვიყენებთ WebViewer-ს, დოკუმენტების ნახვისა და რედაქტირების JavaScript-ზე ბაზირებულ ბიბლიოთეკას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ ვებ აპლიკაციიდან ნახონ, მონიშნონ და შეცვალონ PDF ფაილები, Microsoft Office დოკუმენტები, გამოსახულებები, ვიდეოები და ვებ გვერდები. ის მხარს უჭერს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ანოტაცია, თანამშრომლობა, ციფრული ხელმოწერები, რედაქტირება, გვერდებით მანიპულაცია, ფორმების შექმნა, დოკუმენტების შექმნა, შედარება, ტექსტის რედაქტირება და გაზომვები. WebViewer-მა შეიძლება დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, როგორიცაა მომხმარებლის ანოტაციები, კომენტარები, ფორმის ველების ჩანაწერები და ურთიერთქმედების მონაცემები, რათა დოკუმენტებზე მუშაობისას, თანამშრომლობის და რედაქტირების ფუნქციებს შეუწყოს ხელი.ხელსაწყო Apryse (ადრე PDFTron Systems Incorporated)-სმიერ არის მოწოდებული​  

გლობალური სათაო ოფისი: Apryse Software Inc., 2399 Blake Street #125 Denver, CO, 80205 USA

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Apryse  მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://apryse.com/privacy  

27. Unleash

Unleash წარმოადგენს ფუნქციების მენეჯმენტის პლატფორმას, რომელიც შემქნელების გუნდებს საშუალებას აძლევს, მათ აპლიკაციებში ფუნქციების აქტივაცია და გაშვება გააკონტროლონ. ის იძლევა უსაფრთხო ექსპერიმენტაციის, A/B ტესტირების, ფუნქციების ნელნელა გაშვების საშუალებას, რაც ახალი ფუნქციების გამოშვებასთან დაკავშირებულ რისკს ამცირებს. Unleash მხარს უჭერს თვით-ჰოსტინგის და SaaS-ის (პროგრამა როგორც მომსახურება) ვარიანტებს, რითაც სხვადასხვანაირი ორგანიზაციულ საჭიროებებს აკმაყოფილებს. ​  

მისი განხორციელებიდან გამომდინარე, Unleash-მა შეიძლება დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, როგორიცაა მომხმარებლის იდენტიფიკატორები და ურთიერთქმედების მონაცემები, რათა მიზნობრივი ფუნქციების გავრცელებას და ექსპერიმენტებს შეუწყოს ხელი. თუმცა, ამჟამად ამ ფუნქციებს არ ვიყენებთ. ხელსაწყო Bricks Software AS-ს მიერ არის მოწოდებული.

გლობალური სათაო ოფისი: Bricks Software AS, Edvard Storms gate 2, 0166 Oslo, Norway​  

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ Unleash მონაცემებს როგორ დაამუშავებს, აქ დააწკაპუნეთ: https://www.getunleash.io/privacy-policy

V. სამუშაოს განაცხადები

ჩვენთან მუშაობით დაინტერესებული პირებისგან განაცხადებს სამუშაოსა და სტაჟირების პოზიციებზე, ხშირად ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი განაცხადი მესამე მხარის ხელსაწყოებით იგზავნება, სხვები ელექტრონული ფოსტით (კნაუფის თანამშრომლების მეშვეობით) ასევე ვიყენებთ Teamtailor-სა და LinkedIn-s  

ამ აპლიკაციების განხილვისას, დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ, როგორიცაა კანდიდატების სახელები, საკონტაქტო ინფორმაცია, აკადემიური კვალიფიკაცია, პროფესიონალური გამოცდილება. ასეთი მონაცემების დამუშავების მიზანი, შევაფასოთ გამოცხადებულ პოზიციასთან კანდიდატის შესაბამისობაა და დამუშავების სამართლებრივ საფუძველს, კანდიდატის თანხმობა გვაძლევს. პერსონალური მონაცემები არ უნდა გამოიყენებოდეს არცერთი სხვა მიზნით, გარდა იმისა, რასაც მონაცემების სუბიექტი დაეთანხმა.  

აპლიკაციის დოკუმენტებს კნაუფის მხოლოდ ის თანამშრომლები გაეცნობიან, რომლებიც კანდიდატთა შერჩევის პროცესს უძღვებიან და შეფასება ხელით ტარდება. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ავტომატიზირებული გადაწყვეტილებებისთვის არ ვიყენებთ, რათა გადავწყვიტოთ, ვინ შეეფერება გასაუბრებას, ან კონკრეტულ სამუშაოს. შეფასების ყველა ეტაპზე, აპლიკანტებს მათი აპლიკაციის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.  

მოცემული კანდიდატის შერჩევის შემდეგ, დარჩენილი აპლიკაციები ინახება მიზნის მიღწევამდე რის შემდეგაც ისინი წიშლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აპლიკანტი თანხმობას განაცხადებს მისი აპლიკაციის კნაუფის ჯგუფის სხვა ფილიალებთან გაზიარებაზე, მსგავს პოზიციებზე გათვალისწინების მიზნით, ან ჩვენს ნიჭიერთა ბაზაში შესაყვანად, რათა მომავალ ვაკანსიებზე გაითვალისწინონ. თუმცა, თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ჩვენი მონაცემთა დაცვის ოფიცერთან/კოორდინატორთან მარტივი ელფოსტის გაგზავნით, ან სხვა შესაბამისი გზებით.

VI. მონაცემთა გაზიარება

მომხმარებლის ინფორმაცია შეიძლება საჭიროებისამებრ ან აუცილებლობისამებრ გავაზიაროთ, კონკრეტულად მაშინ, როდესაც მონაცემთა სუბიექტის თანხმობა გვაქვს, ან როდესაც ამის გასაკეთებლად, სამართლებრივი ვალდებულება ან ლეგიტიმური ინტერესი გვაქვს. ქვემოთ მოცემულია თქვენი პერსონალური მონაცემების შესაძლო მიმღებები:  

მესამე-მხარის მომსახურების მომწოდებლები, რომლებიც ჩვენი სახელით მუშაობენ, რათა ჩვენთვის მოწოდებული მომსახურება გაამარტივონ. როგორც ზემოთ არის მითითებული, ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთი მომსახურების მომწოდებლებს, როგორიცაა ვებგვერდების ჰოსტინგი და/ან ტექნიკური მომსახურება, მონაცემთა ანალიზი, გადახდის დამუშავება, შეკვეთის შესრულება, თაღლითობის აღკვეთა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მომხმარებელთა მომსახურება, მარკეტინგული მიწოდება და სხვა მომსახურებები;

სამთავრობო ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები, ან სხვა მესამე მხარეები სამართლებრივი, უსაფრთხოების ან დაცვის მიზნებისთვის, როგორიცაა სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობა; და ჩვენი მომსახურების პირობების შესრულების და გამოყენების და სხვა შეთანხმებათა შესრულება; და ჩვენი ან მომხმარებლების ან მესამე პირების უფლებებისა და საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა; და  

კნაუფის ჯგუფის სხვა ფილიალები, რომელთა სიის გაცნობაც აქ შეგიძლიათ: https://knauf.com/en/knauf-worldwide.

VII. მონაცემთა საზღვრებს მიღმა გადაცემა

როგორც კომპანიების ჯგუფმა, ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი მონაცემები კნაუფის სხვა ფილიალებთან და მომსახურების მომწოდებლებთან, რომლებიც თქვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარეობენ. მონაცემთა ასეთი გაცვლა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ მონაცემები დანიშნულების ქვეყანაში არანაკლებად იყოს დაცული.

ევროკავშირის მონაცემთა სუბიექტებისთვის, კავშირის გარეთ მესამე ქვეყნებში მონაცემთა გადაცემა ხორციელდება კომისიის შესაბამისობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც აღიარებს ქვეყნებს, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს შესაბამის დონეზე იცავენ. ეს შეეხება ქვეყნებს, როგორებიცაა არგენტინა, კანადა, ისრაელი, კუნძული მენი, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები (იმ კომერციული ორგანიზაციებით, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირ-აშშ-ის მონაცემთა დაცვის ქსელში) და ურუგვაი. იმ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ადექვატურობის გადაწყვეტილების ფარგლებში, სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს ვიყენებთ.  

არა-ევროკავშირის მონაცემთა სუბიექტებისთვის, მონაცემთა გადაცემა, როგორც წესი, სტანდარტული კონტრაქტის პირობების საფუძველზე ხორციელდება.  

ასევე, იმის გათავალისწინებით, რომ მომსახურების მომწოდებლები სავარაუდოდ, ასეთ მონაცემებს დამოუკიდებლად გადასცემენ მესამე ქვეყნებს, მაგალითად მათ სერვერებზე, რომლებიც მათი წარმომავლობის ქვეყანაში მდებარეობს, კნაუფი მხოლოდ მომსახურების იმ მომწოდებლებთან თანამშრომლობს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მონაცემთა დაცვის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლიათ.  

VIII. მონაცემთა სუბიექტების უფლებები

დამუშავების მოცემული ოპერაციისთვის გამოყენებული საშუალებებიდან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტებს შემდეგი უფლებების გამოყენების შესაძლებლობას ყოველთვის ვაძლევთ:  

  • უფლებას, მიიღონ ინფორმაცია თავიანთ პერსონალურ მონაცემებზე, რომელსაც ჩვენ დავამუშავებთ;
  • უფლებას, არასწორი ან ძველი პერსონალური მონაცემები შეასწორონ;
  • წაშლის უფლებას, რაც ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების სამუდამო წაშლას, გარდა ზედმიწევნით ანონიმიზირებული სტატისტიკისა;
  • მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის უფლებას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებზე ჩატარებული ოპერაციების შეჩერების და საჭიროებისამებრ, ანგარიშების დროებითი დეაქტივაციის უფლებას;
  • მონაცემთა პორტირების უფლებას, მათ შორის შესაძლებლობას, მიიღონ პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებულ, ზოგადად გამოყენებულ და მანქანურად წაკითხვად ფორმატში (PDF, Word PNG, და სხვ.);
  • ნებისმიერ დროს თანხმობის გაუქმების უფლებას ისე, რომ ამ გაუქმებამ გავლენა არ იქონიოს გაუქმებამდე ჩატარებულ დამუშავების საქმიანობის ლეგალურობაზე;  
  • უფლებას, გაასაჩივროს მონაცემთა დამუშავება ლეგიტიმურ ინტერესზე დაყრდნობით, რომელიც ავტომატურად გააჩერებს მონაცემთა დამუშავების პროცესს, თუ კნაუფი არ დაამტკიცებს მისაღეებ ლეგიტიმურ ინტერესს, რომელიც მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე უპირატესია;  
  • უფლებას, არ დაექვემდებაროს გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზეა დაფუძნებული, პროფილირებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების ჩათვლით, რომლებიც სამართლებრივ შედეგს წარმოშობს, ან მონაცემთა სუბიექტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; და
  • უფლებას, იჩივლოს ზედამხედველ ინსტანციაში, რომელიც ამ შემთვევაში არის:

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

საქართველო, ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის N7, 0105

Email: office@pdps.ge  

ტელ: +995 32 242 1000  

Website: https://pdps.ge/ka  

თუ ამ უფლებების განხორციელება პირდაპირ არ არის შესაძლებელი, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია, შეეხმიანოს მონაცემთა დაცვის  ოფიცერს- ირინე ფაცურიას ზემოთ მოცემულ მისამართზე.