202504-Renaturation-Knauf_0530

მდგრადობა

კლიმატის კრიზისი ჩვენი ეპოქის განმსაზღვრელი გამოწვევაა.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშენებლო ინდუსტრიას ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად და გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმიზაციისთვის.

ბროშურა მდგრადი განვითარების შესახებ

გაიგეთ მეტი Knauf-ის მდგრადი განვითარების მიზნებისა და ქმედებების შესახებ.

ჩამოტვირთვა

Doing more, using less.

მშენებლობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე. ის პასუხისმგებელია გლობალური ნახშირბადის ემისიების 11%-ზე¹. როგორც მწარმოებლები, ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია მშენებლობის მდგრადობის მხარდაჭერაში. არა მხოლოდ ისეთი პროდუქტების წარმოებით, რომლებიც ხელს უწყობს ხანგრძლივ, უფრო ჯანსაღ და ენერგოეფექტურ შენობებს, არამედ ჩვენი პროდუქტებისა და საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების აქტიური შემცირებით.

მსოფლიო დონეზე, Knauf Group-მა მტკიცე ვალდებულებები იკისრა ემისიების შემცირების, მავნე ქიმიკატების, ნარჩენებისა და წყლის გამოყენების მიმართულებით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში. ჩვენ ასევე ადგილობრივ დონეზეც ვმუშაობთ მდგრადი მიზნების მისაღწევად.

ჩვენი საქმიანობის საფუძველია უფრო პასუხისმგებლიან ბიზნესად ჩამოყალიბება, ამიტომ შეგიძლიათ, გვანდოთ პარტნიორობა სამშენებლო გადაწყვეტილებების საკითხებში.

ჩვენი პასუხისმგებლობები

ჩვენი მდგრადი გადაწყვეტილებები პრაქტიკაში

იხილეთ პროექტები, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი მდგრადობის სფეროს ექსპერტიზით, ინოვაციებითა და პროდუქტებით.

EPD Download

აღმოაჩინე ჩვენი EPDs

Knauf-ის პროდუქციის ნაწილისთვის გარემოსდაცვითი პროდუქტის დეკლარაციები ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად, ჩვენი გუნდი მზად არის თქვენი პროექტის განსახილველად და შეკითხვებზე საპასუხოდ.

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, ჩვენ გვაქვს EPD-ების ფართო არჩევანი ჩვენი ზოგიერთი პროდუქტის ხაზისთვის. მათი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ჩამოტვირთვების ცენტრში ან შესაბამისი პროდუქტის გვერდებზე.

ჩვენი ზოგიერთი პროდუქტი გადის დამოუკიდებელ სერტიფიცირებას, რათა დააკმაყოფილოს უფრო მაღალი სტანდარტები. ამის მაგალითებია Cradle to Cradle Certified®, DECLARE ‘Red List Free’ მარკირება და Eurofins Indoor Air Comfort Gold სერტიფიცირება.

ჩვენი EPD-ებიც გარე, დამოუკიდებელი მხარის მიერ არის ვალიდური

ჩვენი პროდუქტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ქულების მოსაპოვებლად მწვანე შენობების შეფასების სხვადასხვა სქემის ფარგლებში, მათ შორის ისეთ კრიტერიუმებში, რომლებიც უკავშირდება ენერგოეფექტიანობას.

ჩვენი პროდუქტების უმეტესობა გადამუშავებადია. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, შეამოწმოთ თითოეული პროდუქტის მონაცემთა ფურცელი.

Knauf აცნობიერებს ცირკულარულობის მნიშვნელობას უფრო მდგრადი სამშენებლო ინდუსტრიის შექმნაში და მუდმივად მუშაობს, რათა მიაღწიოს დამატებით უკან მიღების (take-back) სქემების განვითარების შესაძლებლობებს.

202411_Denmark_KNAUF_sRGB-97.jpg

გაიგეთ მეტი ჩვენი გამოცდილების შესახებ

Knauf-ი არის სამშენებლო მასალების გლობალური სპეციალისტი, რომელსაც თითქმის 100-წლიანი გამოცდილებააქვს.