ჩვენი ფასადის სისტემები გარე კედლებისთვის აერთიანებს თბოიზოლაციას, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას და ვიზუალურად მიმზიდველ დასრულებას.
იპოვეთ გარე კედლის სისტემა Systemfinder-ით
სტილი და ფუნქციონალურობა ერთიანდება ჩვენს სრულად სერტიფიცირებულ ფასადის სისტემებში, რომლებიც მოიცავს როგორც ETICS, ისე ვენტილირებად გადაწყვეტილებებს. გარე მოპირკეთების მრავალფეროვანი ვარიანტებით შექმნილი ჩვენი სისტემები დაგეხმარებათ ისეთი შენობის გარსის ფორმირებაში, რომელიც ვიზუალურად მიმზიდველიცაა და საჭირო მახასიათებლებსაც უზრუნველყოფს.
დღეს, როდესაც შენობების მიმართ მოთხოვნები უფრო მკაცრია, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სპეციფიკაცია აკმაყოფილებდეს ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ჩვენი ფასადის სისტემები უზრუნველყოფს როგორც თბოიზოლაციის, ისე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მაღალ მაჩვენებლებს და სრულად სერტიფიცირებულია, რაც სამშენებლო რეგულაციებთან შესაბამისობას უწყობს ხელს.
მნიშვნელობა არ აქვს, საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი შენობისთვის არჩევთ სისტემას, ჩვენი Systemfinder ინსტრუმენტი დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი გადაწყვეტა, ყველა შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტთან ერთად ერთ სივრცეში.
ქვემოთ წარმოდგენილია ჩვენი ყველაზე პოპულარული გარე კედლის სისტემები. დააწკაპუნეთ თითოეულზე, რათა იხილოთ პროდუქტის აღწერა და ტექნიკური ინფორმაცია.
იპოვეთ თქვენი დასასხმელი იატაკისთვის სწორი გადაწყვეტა Systemfinder-ის დახმარებით ან დაუკავშირდით ჩვენს გუნდს თქვენი პროექტის განსახილველად.
გამოიყენეთ ჩვენი Systemfinder, ან იხილეთ ტექნიკური დოკუმენტები Download Center-ში.
ჩვენი ფასადის სისტემები შესაფერისია გარე კედლების სხვადასხვა გადაწყვეტისთვის, მათ შორის ETICS სისტემებისა და ვენტილირებადი ფასადებისთვის. ჩვენი სისტემები მოიცავს თბოიზოლაციას, მოპირკეთებასა და ფილებს და უზრუნველყოფს თქვენთვის საჭირო თბო და ხანძარსაწინააღმდეგო მახასიათებლებს.
ჩვენი ფასადის სისტემები შესაფერისია მრავალფეროვანი გადაწყვეტებისთვის, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება საზოგადოებრივ ადგილებსა და საცხოვრებელ შენობებში.
დიახ, ჩვენი ფასადის სისტემები სრულად არის სერტიფიცირებული, რაც გარე კედლებისთვის სამშენებლო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს. ტექნიკურ მახასიათებლებზე მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
თითოეული ფასადის სისტემა სპეციფიკაციის მიხედვით განსხვავდება, დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
დიახ, Knauf-ის ფასადის სისტემები დატესტილია შესაბამის სამშენებლო რეგულაციებთან შესაბამისობისთვის. ადგილობრივი მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
ჩვენი ყველაზე პოპულარული ფასადის სისტემებია: დათბუნების სისტემა, აკვაპანელის სისტემა და ვინტილირებადი ფასადი.