• პროდუქტები და სისტემები
  • ექსპერტიზები
  • ინსტრუმენტები და სერვისები
  • ჩამოტვირთვის ცენტრი
  • დაგვიკავშირდით
Knauf - MP 75 L - 10257 MP 75 L
Knauf - MP 75 L - 10257 MP 75 L

MP 75 L

განსაკუთრებით ეფექტური საშუალება მოსწორებისთვის
გამოყენების სფერო
შიდა კედელიჭერი
Knauf - 10257 MP 75 L
MP 75 Lგანსაკუთრებით ეფექტური საშუალება მოსწორებისთვის

აღწერა და დეტალები

MP 75 L ეს არის თაბაშირის ბაზაზე ცემენტის სპეციალური მსუბუქი შემვსების დამატებით დამზადებული მსუბუქი და განსაკუთრებულად ეკონომიური ქარხნულად შერეული მშრალი დუღაბი. MP 75 L იდეალურია აირბეტონისთვის, კირქვიშის აგურისთვის, პემზისთვის, ბეტონის ბლოკების, ქვით მოპირკეთებული აგურის ნაგებობის ან კედლის ფოროვანი ბლოკებისთვის, რადგან ის აკმაყოფილებს საფუძველისთვის აუცილებელ სპეციფიურ თვისებებს აბსორბაციისა და სტრუქტურული შემადგენლობის კუთხით.

ბათქაშის ქვეშ არსებული შედარებით მძიმე საფუძველის შემთხვევაში, როგორიც არის ბეტონი, გამოიყენება კნაუფის ადჰეზიური ხიდი (სპეციალური დაგრუნტვა იატაკისთვის) Knauf Betonkontakt ან Knauf Spraykontakt, ხოლო მძლავრად შემწოვი საფუძვლების შემთხვევაში კი - კნაუფის ღრმა შეღწევადობის გრუნტი. მათი გამოყენება შესაძლებელია ჰაერის ჩვეულებრივი ტენიანობის მქონე ყველა ოთახში, მათ შორის საცხოვრებელი სახლების სველ წერტილებში, როგორებიც არის სამზარეულო და აბაზანა.

გამოიყენება სწორი, თავისუფალი სტრუქტურის, ან გათანაბრებული ზედაპირების მისაღებად შიდა კედლებსა და ჭერებზე. ასევე გამოსადეგია როგორც შიდა ფენის ბათქაში ყველა სახის ნაკეთობების, ბეტონისა და ასევე ბათქაშის ტვირთგამძლე საფუძველებისთვის.

სარდაფიდან დაწყებული სხვენით დამთავრებული, ჩვეული ტენიანობის მქონე ყველა სახის ოთახისთვის, მათ შორს სამზარეულოებისა და აბაზანებისთვის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით გამოიყენება (მაგ. საპირფარეშოები სკოლებში, სააბაზანო ოთახები სასტუმროებში, საავადმყოფოებში, მოხუცებულთა სახლებში)

ხარისხის ჩამოთვლილი საფეხურების შესაბამისი ზედაპირების მისაღებად: „Q1 - Q4 გაპრიალებული“* და „Q1 - Q3 მოსწორებული. „Q4 გაპრიალებული ზედაპირი მიიღება კნაუფის Knauf Multi-Finish ან Readygips-თან ერთად კომბინაციით (*საინფორმაციო ბიულეტენი „მობათქაშებული ზედაპირები შენობის შიდა ნაწილში“, ბიულეტენი გამოცემულია თაბაშირწარმოების ფედერალურ კავშირში არსებული ინდუსტრიული ჯგუფის - სამშენებლო თაბაშირისა და გერმანიის სამშენებლო ინდუსტრიის ცენტრალურ ასოციაციაში არსებული ფედერალური კავშირის - მოპირკეთება და ფასადის მიერ)

როგორც საფუძველი შემდგომი შეღებვის, ან შპალერისთვის

როგორც ფილების საფუძველი

როგორც საფუძველი დეკორატიული ბათქაშის დასატანად

პროდუქტის ვარიანტები და შეფუთვა

MP 75 L

მასალის ნომერიEAN / GTINსაბაზისო საზომი ერთეულიწონარაოდენობა პალეტზე
00623398
8690258015196
PC
25 kg
50 pc/pal
MP 75 L | Knauf